შპს ”აგროგეო+”-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/20037-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/20037-16

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2016 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი - შპს ,,ალუდა ’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 400023611 )

წარმომადგენელი  - არჩილ  თაბაგარი

 

მოვალე - შპს „აგროგეო+”

 

მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ნათია სახოკია

 

სავარაუდო კრედიტორი - შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ნინო მუმლაძე- ბარაკოვი

 

მოთხოვნა -  კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ.

 

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 22 ივლისს განცხადებით მომართა შპს „ალუდას’’ წარმომადგენელმა  არჩილ  თაბაგარმა და მოითხოვა  შპს „აგროგეო +’’-ის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. 2016 წლის 02 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა   წარმოებაში,  მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.

კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა2016 წლის 16 სექტემბერს 17:00  საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა. 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა. 3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა. კრებაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა იშუამდგომლა კრების გაგრძელება სხვა დრისათვის, ვინაიდან არ გააჩნდა შპს ,,აგროგეო+’’-ის მიმართ არანაირი დოკუმენტაცია, ამიტომ სამეურნეო-საფინანსო ანგარიშიც არ იქნა წარმოდგენილი.

 

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. შესაბამისად, სასამართლოს მეურვის შუამდგომლობა სამართლებრივად დასაბუთებულად მიაჩნია.

  

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

 

დაადგინა:

 

1.  კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2016 წლის 26 დეკემბერს 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29.

2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                                                თამარ ჭუნიაშვილი