1. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით და ამ დებულებით დადგენილ ვადებში.
2. საარბიტრაჟო სარჩელი წარმოებაში მიიღება არბიტრაჟში სარჩელის შემოტანიდან 5 დღის ვადაში, რის თაობაზეც არბიტრაჟის თავმჯდომარეს გამოაქვს დადგენილება საარბიტრაჟო პრეტენზიის წარმოებაში მიღების თაობაზე.
3. თუ მხარეთა მიერ არ არის შეთანხმებული არბიტრის/არბიტრების დანიშვნის წესი, საქმეს არბიტრის/არბიტრების დანიშვნამდე ამზადებს არბიტრაჟის თავმჯდომარე. გზავნილი და უწყება მოპასუხეს უნდა ჩაჰბარდეს ამ დებულების მე-6 მუხლით დადგენილი წესით და განესაზღვროს გონივრული ვადა მოპასუხისათვის „არბიტრაჟის შესახებ“ კანონით და ამ დებულებით დადგენილი საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებამოსილების განხორციელებისათვის.
4. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის დინება იწყება იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღ