მხარეს/მხარეებს უფლება აქვთ მოითხოვონ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
ა) სასამართლოს მიერ არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თუ უარის თქმის საფუძვლად სასამართლოს განჩინებაში მითითებულია
45-ე მუხლის „ა.გ”; „ა.ე”; ან/და „ბ.ბ” ქვეპუნქტებზე;
ბ) მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ, ან სხვა საპატიო მიზეზის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში;
გ) არბიტრაჟის მიერ მორიგების დამტკიცების შემდეგ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებების არსებობა, რაც მორიგების პერიოდში მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო, საარბიტრაჟო საქმის წარმოება არ შეწყდებოდა