„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
გადაწყვეტილება№1/245
2016 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-20 მუხლის მე-6-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თბილისის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 116 მოსამართლით.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:
ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 44 მოსამართლით;
ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 25 მოსამართლით;
გ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 27 მოსამართლით;
დ) საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიაში – 20 მოსამართლით.“;
ბ) 58-ე მუხლის მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს 65 მოსამართლით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიასა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს:
ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა – 22 მოსამართლის შემადგენლობით;
ბ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა – 18 მოსამართლის შემადგენლობით;
გ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა – 17 მოსამართლის შემადგენლობით;
დ) საგამოძიებო კოლეგია – 8 მოსამართლის შემადგენლობით.“.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე