სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.10.2016
ძალაში შესვლა 01.11.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 450140000.17.010.016056
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2016
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო ენის შესახებ სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესის დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე „ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ძირითადი ქსელის ამოქმედების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სატელევიზიო სიგნალის გავრცელების ჩრდილოვან ზონებში აღმოჩენილი დასახლებული პუნქტების ციფრული მაუწყებლობით უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
დადგენილება №6
2016 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.018103, 13.05.2016, www.matsne.gov.ge) მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესი“ თანდართული სახით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი ნოემბრიდან.
კომისიის წევრიმერაბ ქათამაძეკომისიის წევრიკახი ბექაურიკომისიის წევრიელისო ასანიძეთავმჯდომარევახტანგ აბაშიძე
სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1.
სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესი (შემდგომში „წესი“) შემუშავებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) მიერ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.018103, 13.05.2016, www.matsne.gov.ge) მე-2 მუხლის შესაბამისად.
2.
ამ წესით განისაზღვრება საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებლისა და საქართველოში ავტორიზებული საერთო ადგილობრივი მაუწყებლობის განმახორციელებელი ტელემაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესი.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ წესის მიზნებისთვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
საქართველოს სახელმწიფო ენა – ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აგრეთვე – აფხაზური;
ბ)
საუკეთესო დრო – 19:00 საათიდან 24:00 საათამდე;
გ)
სუბტიტრირება – პროგრამის პირველადი წარმოების ენიდან საქართველოს სახელმწიფო ენაზე წერილობითი თარგმანის განთავსება კადრის ქვედა ნაწილში;
დ)
თარგმანი – ტექსტის ან თხრობის შინაარსის ერთი ენიდან მეორე ენაზე ჯეროვანი სიზუსტით გადატანა;
ე)
ხმოვანი ბილიკი – ტექნიკური სისტემა, რომელიც სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამის ენის არჩევის შესაძლებლობას იძლევა.
მუხლი 3🔗.
არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) წარმოებული პროგრამების სამაუწყებლო ბადეში განთავსება
1.
საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, მათ შორის ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები, საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ წესით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2.
საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე (ენებზე), განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს.
3.
საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი, იმ შემთხვევაში, თუ პროგრამას სამაუწყებლო ბადეში განათავსებს არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) ვალდებულია არასახელმწიფო ენაზე (ენებზე), გადაცემული პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრებით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ში არ შედის:
ა)
„საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების წესის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის №3 დადგენილების შესაბამისად სუბტიტრებით გადაცემული მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი;
ბ)
უცხოური ენის შემსწავლელი გადაცემა;
გ)
პირდაპირ ეთერში დაუგეგმავად არასახელმწიფო ენაზე გაკეთებული განცხადება, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 1 წუთს;
დ)
მუსიკალური ნაწარმოები;
ე)
ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ხმოვანი ბილიკის მეშვეობით არასახელმწიფო ენაზე გადაცემული პროგრამა;
ვ)
ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც თავად პროგრამაში არის უზრუნველყოფილი მიმდევრობითი თარგმანი.
5.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირების ვალდებულება არ არსებობს, თუ თავად პროგრამაში არის უზრუნველყოფილი მიმდევრობითი თარგმანი საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
6.
საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ადგილობრივი მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა სამაუწყებლო ბადეში, მათ შორის, საუკეთესო დროს, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზედაც უნდა განათავსოს.
მუხლი 4🔗.
ხმოვანი ბილიკის პირველადი ენა
საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი, რომელიც ვრცელდება ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმისა ან/და თანამგზავრის მეშვეობით, აგრეთვე, საერთო ადგილობრივი მაუწყებლობის განმახორციელებელი ტელემაუწყებელი, რომელიც ვრცელდება ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმის მეშვეობით, უფლებამოსილი არიან პროგრამები ხელმისაწვდომი გახადონ როგორც საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ისე არასახელმწიფო ენაზე (ენებზე) ხმოვანი ბილიკის მეშვეობით, რა დროსაც ძირითადი/პირველადი ენა უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენა.