სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ძირითადი ქსელის ამოქმედების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სატელევიზიო სიგნალის გავრცელების ჩრდილოვან ზონებში აღმოჩენილი დასახლებული პუნქტების ციფრული მაუწყებლობით უზრუნველყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2639
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020518
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2639

2015 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ძირითადი ქსელის ამოქმედების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სატელევიზიო სიგნალის გავრცელების ჩრდილოვან ზონებში აღმოჩენილი დასახლებული პუნქტების ციფრული მაუწყებლობით უზრუნველყოფის შესახებ

1. „საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივნისის №273 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო სიგნალის გავრცელების ჩრდილოვან ზონებში აღმოჩენილ დასახლებულ პუნქტებში ციფრული სატელევიზიო რეტრანსლატორების ეტაპობრივად ამოქმედების და იქ მოქმედი ანალოგური სისტემის რეტრანსლატორების ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკი (დანართი №1).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ ამ განკარგულების დანართ №1-ით გათვალისწინებული გრაფიკის შესრულებისთვის აუცილებელი შესაბამისი სამუშაოების განხორციელება. 

3. ეთხოვოთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს, სსიპ − საზოგადოებრივ მაუწყებელსა და სსიპ − საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ამ განკარგულების დანართ №1-ით გათვალისწინებული გრაფიკის შესრულებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება ძალაშია 2015 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი