საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული საშენი მეურნეობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2245
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022480
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2245

2016 წლის 25 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ეროვნული საშენი მეურნეობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დავის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – ეროვნულ საშენ მეურნეობას მიეცეს თანხმობა, განახორციელოს:

ა) 10-ზე მეტი ადამიანის გადასაყვანად ერთი ერთეული  ავტოსატრანსპორტო საშუალების (CPV – 34120000) სახელმწიფო შესყიდვა;

ბ) საქონლის ტრანსპორტირებისთვის ერთი ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების (წყლის მზიდი)  (CPV – 34130000) სახელმწიფო შესყიდვა;

გ) ერთი ერთეული ხელით სამართი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორის (CPV – 16710000),  ნიადაგის მოსამზადებლად ან კულტივირებისათვის, სახელმწიფო შესყიდვა; 

დ) ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო და სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარების (მცირეგაბარიტიანი მოტობლოკი) (CPV – 16100000), ნიადაგის მოსამზადებლად ან კულტივირებისათვის,  სახელმწიფო შესყიდვა;

ე) ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო და სატყეო დანიშნულების მანქანა-დანადგარების (გუთანი) (CPV – 16100000), ნიადაგის მოსამზადებლად ან კულტივირებისათვის), სახელმწიფო შესყიდვა;

ვ) 2 ერთეული  სათიბი მანქანის (CPV – 16300000) სახელმწიფო შესყიდვა;

ზ) ერთი ერთეული ტრაქტორის მისაბმელის (CPV – 34200000) სახელმწიფო შესყიდვა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი