სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2197
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022472
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2197

2016 წლის 17 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა თვისთანხმობის მიცემის შესახებ

1.„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შპს „ლაგი 2009“-ს აუქციონის გარეშე, საწყისი საპრივატიზებო თანხის 5%-ის ოდენობით, არაუმეტეს ერთი წლის ვადით, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარით) გადასცეს:

ა) ქ. თბილისში, გ. გულუას ქ. №10-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.05.002.036) მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში არსებული 232 კვ.მ ფართი და სასადილო ინვენტარი, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 1 583.91 ლარად (ერთი ათას ხუთას ოთხმოცდასამი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) (მათ შორის, უძრავი ქონება – 1231.16 ლარი, მოძრავი ქონება – 352.75 ლარი);

ბ) ქ. თბილისში, ნოე რამიშვილის ქ. №38-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.17.10.008.037) მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში არსებული 142 კვ.მ ფართი და სასადილო ინვენტარი, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 4186.07 ლარად (ოთხი ათას ას ოთხმოცდაექვსი ლარი და შვიდი თეთრი) (მათ შორის, უძრავი ქონება – 3980.77 ლარი, მოძრავი ქონება – 205.30 ლარი);

გ) ქ. თბილისში, დიღმის მასივის II კვარტალში მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.10.006.013) არსებული 176.74 კვ.მ ფართი და სასადილო ინვენტარი, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 1192.93 ლარად (ერთი ათას ას ოთხმოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი) (მათ შორის, უძრავი ქონება – 686.93 ლარი, მოძრავი ქონება – 506 ლარი);

დ) ქ. თბილისში, მიხეილ გახოკიძის ქ. №16-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.19.005.047) მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში არსებული 175 კვ.მ ფართი და სასადილო ინვენტარი, ყოველთვიური საიჯარო ქირით –1090.54 ლარად(ერთი ათას ოთხმოცდაათი ლარი და ორმოცდათოთხმეტი თეთრი) (მათ შორის, უძრავი ქონება – 986.58 ლარი, მოძრავი ქონება – 103.96 ლარი);

ე) ქ. თბილისში, ევ. მაისურაძის ქ. №7-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.19.001.016) მდებარე №1 შენობა-ნაგებობაში არსებული 35 კვ.მ ფართი და სასადილო ინვენტარი, ყოველთვიური საიჯარო ქირით –224.67 ლარად (ორას ოცდაოთხი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) (მათ შორის, უძრავი ქონება – 181.96 ლარი, მოძრავი ქონება – 42.71 ლარი).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები გავრცელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის პერიოდისთვის კვებითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ჩატარებულ ერთობლივ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ლაგი 2009“-სთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ძალაში შესვლის დღიდან მათი მოქმედების ვადით.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.10.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“?
„სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 17.10.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2197. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022472.
სად არის „სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.10.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“, №2197, 17.10.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022472 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3424808/