სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2196
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022473
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2196

2016 წლის 17 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

1.„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აუქციონის გარეშე, სასყიდლიან სარგებლობაში (იჯარით) გადასცეს თავისბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონება შემდეგი პირობებით:

ა) ქ. თბილისში, გ. გულუას ქ. №10-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.05.002.036) მდებარე №1 შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული 1 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი –  შპს „ვენდინგ ჯორჯიას“ (ს/კ: 204573167) კომბინირებული (სავაჭრო და ყავის ჩამოსასხმელი) აპარატის განსათავსებლად, შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 100 (ასი) ლარად;

ბ) ქ. თბილისში, გ. გულუას ქ. №8-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.05.002.031) მდებარე №1 შენობა-ნაგებობის პირველ და მე-2 სართულებზე არსებული თითო კვ.მ და მათზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი – შპს „ვენდინგ ჯორჯიას“ (ს/კ: 204573167) კომბინირებული (სავაჭრო და ყავის ჩამოსასხმელი) აპარატების განსათავსებლად, შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თითოეულზე ყოველთვიური საიჯარო ქირით – 100 (ასი) ლარად;

გ) ქ. თბილისში, ნოე რამიშვილის ქ. №38-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.17.10.008.037) №1 შენობა-ნაგებობის მინუს პირველ სართულზე არსებული 1 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი – სს „თი-ბი-სი“ ბანკს (ს/კ: 204854595) ბანკომატის განსათავსებლად, შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 200 (ორასი) ლარად;

დ) ქ. თბილისში, გ. გულუას ქ. №10-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.05.002.036) მდებარე №1 შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული 1 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი – სს „საქართველოს ბანკს“ (ს/კ: 204378869) ბანკომატის განსათავსებლად, შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 200 (ორასი) ლარად;

ე) ქ. თბილისში, დიღმის მასივის II კვარტალში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.10.006.013) მდებარე №1 შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 1 კვ.მ და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი – სს „საქართველოს ბანკს“(ს/კ: 204378869) ბანკომატის განსათავსებლად, შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 200 (ორასი) ლარად.

2.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობებით საიჯარო ხელშეკრულებების მოქმედება გაავრცელოს სახელმწიფო ქონების ფაქტობრივ სარგებლობაში გადაცემის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.10.2016.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“?
„სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 17.10.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2196. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022473.
სად არის „სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.10.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“, №2196, 17.10.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022473 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3424788/