სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის თაობაზე სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№669
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021255
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №669

2016 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის თაობაზე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,მიეცეს თანხმობა სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გადასცეს თავის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონება:

ა) ქ. რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ-ის მიმდებარედ არსებული სააგენტოს ადმინისტრაციული კომპლექსის „A“ ბლოკის 1,5 კვ.მ ((მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №02.03.01.780) – სს „ნოვა ტექნოლოჯს“ (ს/კ: 248 429 598) 2 (ორი) წლის ვადით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების განსათავსებლად,  ყოველთვიური საიჯარო ქირით – 51 (ორმოცდათერთმეტი) ლარად;

ბ) ქ. რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ-ის მიმდებარედ არსებული სააგენტოს ადმინისტრაციული კომპლექსის „A“ ბლოკის 1 კვ.მ ((მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.03.01.780) –  სს „ბანკ ქართუს“ (ს/კ: 204 891 652) 2 (ორი) წლის ვადით, ბანკომატის განსათავსებლად, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 300 (სამასი) ლარად;

გ) ქ. რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ-ის მიმდებარედ არსებული სააგენტოს ადმინისტრაციული კომპლექსის „A“ ბლოკის 1 კვ.მ  ((მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი:  №02.03.01.780) – სს  „საქართველოს ბანკს“ (ს/კ: 204 378 869)  2 (ორი) წლის ვადით, ბანკომატის განსათავსებლად, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარად;

დ) ქ. რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ-ის მიმდებარედ არსებული სააგენტოს ადმინისტრაციული კომპლექსის „A“ ბლოკის 1 კვ.მ  ((მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.03.01.780) –   შპს „თიბისი ფეის“ (ს/კ:  204 559 361)  2 (ორი) წლის ვადით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის განსათავსებლად, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 50 (ორმოცდაათი) ლარად;

ე)  ქ. თბილისში, ქავთარაძის ქ. №21-ში მდებარე სააგენტოს ქ. თბილისის სამმართველოს შენობის 0.5 კვ.მ ((მიწის (უძრავი ქონების)  საკადასტრო კოდი:  №01.14.03.038.046) – სს „ნოვა ტექნოლოჯს“ (ს/კ: 248 429 598) 2 (ორი) წლის ვადით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების განსათავსებლად, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 17  (ჩვიდმეტი) ლარად.

        2. სააგენტომ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობებით საიჯარო ხელშეკრულებების მოქმედება გაავრცელოს  სახელმწიფო ქონების ფაქტობრივ სარგებლობაში გადაცემის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი             გიორგი კვირიკაშვილი