შპს „პარკ ჰოტელისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2267
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022447
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/11/2016
matsne.gov.ge 411 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კაფსულოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 16.08.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 92% 04.10.2016 ბორჯომის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 27.10.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 12.03.2015 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მილერ გრუპისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 25.02.2016

დოკუმენტის ტექსტი

შპს „პარკ ჰოტელისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №2267 2016 წლის 27 ოქტომბერი ქ. თბილისი შპს „პარკ ჰოტელისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ        1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „პარკ ჰოტელს“ (ს/კ: №405030327), უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, სარგებლობაში გადასცეს       ქ. ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩა №50-ში (მინწყლებისა და დასვენების პარკი), 3309 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 – ფანჩატური – 53.66 კვ.მ, №2 – ღია აუზი – 21.53 კვ.მ, №3 – ღია აუზი – 53.24 კვ.მ, №4 – ღია აუზი – 16.53 კვ.მ , №5 – არასაცხოვრებელი – 67.66 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.25.01.675).        2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:        ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით მოვლა-პატრონობა და ამავე უძრავ ქონებაში მოწყობილი ინფრასტრუქტურის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების დროს არსებული მდგომარეობით შენარჩუნება;        ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან უზუფრუქტის უფლების მოქმედების განმავლობაში, წლის ნებისმიერ მონაკვეთში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაში არსებული აუზებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები პირების უსასყიდლო სარგებლობის უზრუნველყოფა.        3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, შპს „პარკ ჰოტელსა“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმდეს შესაბამისი შეთანხმება/მემორანდუმი.        4 . ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტს ეთხოვოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. პრემიერ - მინისტრი    გიორგი კვირიკაშვილი