„შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „City M“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №23 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2230
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022446
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2230

2016 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „City M“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №23 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „City M“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №23 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის 1 ოქტომბრამდე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და „შპს „City M“-ს შორის 2006 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თარიღიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე არანაკლებ 16 000 000 (თექვსმეტი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;“;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) შპს „City M“-ის მიერ სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის ანგარიშზე 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის გადარიცხვა სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 2017 წლის 1 ოქტომბრისა.“.

2. შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „City M“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №23 განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებების შეუსრულებლობის/ არაჯეროვანი შესრულებისათვის დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შპს „City M“-მა წარადგინოს 750 000 (შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „City M“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №23 განკარგულების (ამ განკარგულებით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „City M“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და „შპს „City M“-ს შორის 2006 წლის 4 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ შპს „City M“ შეასრულებს „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და „შპს „City M“-სათვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 31 ივლისის №428 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „City M“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №23 განკარგულების (ამ განკარგულებით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით) პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი