„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1116/02-1
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის

უფროსის ბრძანება №1116/02-1

2016 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2006 წლის 31 ოქტომბრის №116 ბრძანების (სსმ IV, №32, 02.11.06) №2 დანართში, სადაც მოცემულია იმ ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან ორგანიზაცია ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან, ნომრები 172, 243, 326 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების №1 დანართში მოცემული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ვ. ხასაშვილი

 

დანართი №1

ფიზიკურ პირთა სია, რომლებიც შედიან მოძრაობა ალ-ქაიდაში ან დაკავშირებულნი არიან მასთან

პირადი ინფორმაცია (სახელი(ები), დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება/

მოქალაქეობა)

ფსევდონიმი(ები, ზედმეტი სახელი(ები)

 

პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი

მისამართი (ები), შესაძლო ადგილსამყო-ფელი

სიაში შეყვანის თარიღი

სხვა ინფორმაცია

1

2

3

4

5

6

7

172

სახელები:

1. მოჰამედი (MOHAMED)

2. ამინი (AMIN)

3. მოსტაფა (MOSTAFA)

4.

 

დაბ.თარიღი: 11.10.75

დაბ.ადგილი: კირკუკი, ერაყი (Kirkuk, Iraq)

ეროვნება/მოქალაქეობა:

ერაყელი

 

 

 

მარტინელას ქ. 132, პარმა, იტალია (Via della Martinella 132, Parma, Italy (Domicile)

12.11.03

(ცვლილებები

09.09.05

07.06.07

16.05.11

25.10.16)

2012 წლის 15 იანვრამდე იმყოფება ადმინისტრაციული კონტროლის ქვეშ იტალიაში.

უშიშროების საბჭოს 1822 (2008) რეზოლუციის შესაბამისად

საქმის გადასინჯვა

დასრულებული იქნა 2010 წლის 21 ივნისს.

243

სახელები:

1. ჰილარიონი (HILARION)

2. დელ როსარიო (DEL ROSARIO)

3. სანტოს III (SANTOS III)

4.

ტიტული:

ამირი

დაბ.თარიღი: 12.03.66

დაბ.ადგილი: 686 ა. მაბინის ქუჩა, სანგანდაანი, კალუკანი, ფილიპინები (686 A. Mabini Street, Sangandaan, Caloocan City,

Philippines)

 ეროვნება/მოქალაქეობა:

ფილიპინელი

ა) აკმად სანტოსი (Akmad Santos);

ბ) აჰმედ ისლამი (Ahmed Islam);

გ) აჰმად ისლამ სანტოსი (Ahmad Islam Santos);

დ) აბუ ჰამსა (Abu Hamsa);

ე) ჰილარიონ სანტოს III (Hilarion Santos III);

ვ) აბუ აბდულაჰ სანტოსი (Abu Abdullah Santos);

ზ) ფაიზალ სანტოსი (Faisal Santos);

თ) ლაკეი (Lakay);

ი) აკი (Aki);

კ) აქი (Aqi).

პასპორტის მონაცემები:

ფილიპინების პასპორტი

#AA780554

პირადი ნომერი:

პურდუს ქ. 50, კუბაო, კეზონი, ფილიპინები (50, Purdue Street, Cubao, Quezon City, Philippines)

 

04.06.08

(ცვლილებები

13.12.11

25.10.16)

Rajah Solaiman Movement-ის დამფუძნებელი და ლიდერი. (იურიდიულ პირთა სიაში 126)

კავშირი აქვს Abu Sayyaf Group-თან. (იურიდიულ პირთა სიაში 2)

2011 წლის მაისიდან იმყოფება პატიმრობაში ფილიპინებში.

უშიშროების საბჭოს 1822 (2008) რეზოლუციის შესაბამისად

საქმის გადასინჯვა

დასრულებული იქნა 2010 წლის 13 მაისს.

326

სახელები:

ა) ანას (Anas);

ბ) ჰასან (Hasan)

გ) ხატაბ (Khattab)

დაბ.თარიღი:

7 აპრილი, 1986

დაბ. ადგილი: დამასკო, სირია

(Damascus, Syria)

ეროვნება/მოქალაქეობა:

სირიელი

ა) სამირ აჰმედ ალ-ხაიატ (Samir   Ahmed al-Khayat );

ბ) ჰანი ( Hani);

გ) აბუ ჰამზაჰ ( Abu  Hamzah);  

გ) აბუ -აჰმად ჰადუდ (Abu-Ahmad  Hadud).

პასპორტის ნომერი:

საიდენტიფიკაციო ნომერი:

 

 

23.09.14

(ცვლილებები

25.10.16)

AL-NUSRAH FRONT FOR THE PEOPLE

OF THE LEVANT-ის (იურიდიულ პირთა სიაში №139) მმართველი ამირი.