”საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ნინოწმინდის რაიონული საგადასახადო ინსპექციის ზონალურ საგადასახადო ინსპექციად გარდაქმნისა და „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ნოემბრის №499 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №447
2003 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – ნინოწმინდის რაიონული საგადასახადო ინსპექციის ზონალურ საგადასახადო ინსპექციად გარდაქმნისა და „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ნოემბრის №499 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისათვის დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობისა და ასიგნებების ფარგლებში „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ნინოწმინდის რაიონული საგადასახადო ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) გარდაიქმნას ზონალურ საგადასახადო ინსპექციად.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ ბრძანებულების ძალაში შესვლიდან 10 დღეში ნინოწმინდის საგადასახადო ინსპექციის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით უზრუნველყოს:
ა) ინსპექციის საშტატო განრიგისა და ინსპექციის სტრუქტურის დამტკიცება;
ბ) ინსპექციის დაკომპლექტება შესაბამისი კადრებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 24 ნოემბრის №499 ბრძანებულებაში (ს ს მ III, 2000წ.,№111, მუხ. 913) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გურჯაანის, საგარეჯოს, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ბორჯომის ზონალური საგადასახადო ინსპექციები;
გ) ახმეტის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, კასპის, ქარელის, ადიგენის, ასპინძის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის რაიონული საგადასახადო ინსპექციები.“;
ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ახალქალაქის ზონალური საგადასახადო ინსპექციისა – ახალქალაქის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;“;
გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტს დაემატოს თ1) ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„თ1) ნინოწმინდის ზონალური საგადასახადო ინსპექციისა – ნინოწმინდის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;“;
დ) ბრძანებულების მე-2 პუნქტის კ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ახმეტის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, კასპის, ქარელის, ადიგენის, ასპინძის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის რაიონული საგადასახადო ინსპექციებისა – შესაბამისი რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები.“.
4. ამ ბრძანებულების პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს და შესაბამისად ნინოწმინდის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ უფლებამოსილება განახორციელოს ამ ბრძანებულების გამოქვეყნებიდან მეათე დღეს.
ე. შევარდნაძე