საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.11.2000 ძალადაკარგული 05.05.2004
გამომცემი ორგანო
ნომერი
№499
სარეგისტრაციო კოდი
200250000.05.002.001937
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 111, 29/11/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №499

2000 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ

1. საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის ორგანოების საშტატო რიცხოვნობისა და ასიგნებების ფარგლებში „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, შეიქმნას:

ა) თელავის, გორის, ახალციხის, მცხეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციები;

ბ) გურჯაანის, საგარეჯოს, ხაშურის, ახალქალაქის, ბორჯომის ზონალური საგადასახადო ინსპექციები;

გ) ახმეტის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, კასპის, ქარელის, ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის რაიონული საგადასახადო ინსპექციები.

2. განისაზღვროს საგადასახადო ინსპექციების შემდეგი სამოქმედო ტერიტორიები:

ა) თელავის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა – თელავის, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

ბ) გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა – გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის რაიონებისა და ქურთას თემის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

გ) ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა – ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

დ) მცხეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა – მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

ე) გურჯაანის ზონალური საგადასახადო ინსპექციისა – გურჯაანის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

ვ) საგარეჯოს ზონალური საგადასახადო ინსპექციისა – საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

ზ) ხაშურის  ზონალური საგადასახადო ინსპექციისა – ხაშურისა და ქარელის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

თ) ახალქალაქის ზონალური საგადასახადო ინსპექციისა – ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

ი) ბორჯომის ზონალური საგადასახადო ინსპექციისა – ბორჯომის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები;

კ) ახმეტის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, კასპის, ქარელის, ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის რაიონული საგადასახადო ინსპექციებისა – შესაბამისი რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრები.

3. გაუქმდეს თელავის, ქ.გორის, გორის, ახალციხის, მცხეთის რაიონებში სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები 2001 წლის 8 იანვრიდან.

4. გაუქმდეს გურჯაანის, საგარეჯოს, ახმეტის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, ხაშურის, კასპის, ქარელის, ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდის, ახალგორის, ახალქალაქის, ბორჯომის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის რაიონებში სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები 2001 წლის 12 თებერვლიდან.

5. ამ ბრძანებულების საფუძველზე შექმნილმა თელავის, გორის, ახალციხის, მცხეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციებმა უფლებამოსილება განახორციელონ 2001 წლის 8 იანვრიდან.

6. გურჯაანის, საგარეჯოს, ხაშურის, ახალქალაქის, ბორჯომის ზონალურმა, ახმეტის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარლის, კასპის, ქარელის, ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის რაიონულმა საგადასახადო ინსპექციებმა უფლებამოსილება განახორციელონ 2001 წლის 12 თებერვლიდან.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი) უზრუნველყოს ქალაქებისა და რაიონების სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების გაუქმებასთან დაკავშირებით დათხოვნილი საჯარო მოსამსახურეების კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელფასო დავალიანებათა დაფარვა.

8. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრმა მიხეილ მაჭავარიანმა.

ე.შევარდნაძე