შპს „ცაგერის ღვინის ქარხნის“გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1666
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1666

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2016 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე

1. მეურვე − სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი − მიხეილ ლომთაძე.

2. მოვალე − შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის“ დირექტორის შპს ,,რეაბილიტაციას“ წარმომადგენელი ამირან დადვანი;

3. კრედიტორები − სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე, სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენელი ალექსანდრე პაპიაშილი, გიორგი გუგავა, რომელიც ასევე წარმოადგენს კრედიტორებს მერაბ ახვლედიანს და მურმან გუგავას;

2016 წლის 9 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის“ დირექტორმა შპს ,,რეაბილიტაციამ“ და კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 აგვისტოს განჩინებით შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის“ დირექტორის შპს ,,რეაბილიტაციას“ განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო. განჩინება განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2016 წლის 25 აგვისტოს.

2016 წლის 31 ოქტომბერს კრედიტორთა კრებაზე შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის” კრედიტორებად აღიარებული იქნა სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და მერაბი ახვლედიანი.

მოვალის შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის“ დირექტორის შპს ,,რეაბილიტაციას“ წარმომადგენლის მიერ მომრიგებელი საბჭოს წევრად დასახელებული იქნა ამირან დადვანი, კრედიტორების − შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის და სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლის მიერ მომრიგებელი საბჭოს წევრად დასახელებული იქნა ალექსანდრე პაპიაშვილი და ამირან დადვანისა და ალექსანდრე პაპიაშვილის მიერ მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრად დასახელებული იქნა გიორგი გუგავა.

2016 წლის 31 ოქტომბრის კრედიტორთა კრებაზე შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის“ მომრიგებელი საბჭოს წევრებად დანიშნული იქნა ამირან დადვანი, ალექსანდრე პაპიაშვილი და გიორგი გუგავა.

შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის” მომრიგებელი საბჭოს 2016 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით, კრედიტორებისა და მოვალის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვის მიზნით, მიჩნეული იქნა, რომ უნდა შეწყდეს შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის“ მომრიგებელმა საბჭომ 2016 წლის 7 ნოემბერს მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

სასამართლომ განიხილა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება და საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის“ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭო მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს სწავლობს შექმნიდან 15 დღის განმავლობაში, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) გაკოტრების შესახებ; ბ) რეაბილიტაციის შესახებ; გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მომრიგებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ იმავე სუბიექტის მიმართ, იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის“ მომრიგებელი საბჭოს 2016 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა შეწყდეს შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

   სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5-9, 33-34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის“ მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ 3 თვის განმავლობაში გადახდისუუნარობის საქმის აღძვრა იმავე განმცხადებლის მიერ, იმავე სუბიექტის მიმართ, იმავე საფუძვლით დაუშვებელია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს ,,ცაგერის ღვინის ქარხნის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

კრების თავმჯდომარე    გენადი მაკარიძე

კრების მდივანი    ნოდარი გიორგიძე

მ/თანაშემწე:                          ი.ლოსაბერიძე