სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” სამეთვალყურეო საბჭოს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

 

კრების განცხადება

 

სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2016 წლის 9 დეკემბერს, დღის 3 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის №67.

 სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის” სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 14 ნოემბერი.

 

დღის წესრიგი:

 

1. სს ,,ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლისათვის“ 2013 წლის 12 მარტის შპს ,,კომფორტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გადმოცემული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოების აქციონერებზე იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ.

 

 დღის წესრიგის საკითხის გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

 კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:

 - ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით.          

 აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.

 

სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” დირექტორი                დიმიტრი რუსაძე