სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ 2016 წლის 17 ნოემბრის სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ 97.142084 % -ის აქციათა მფლობელის – საჯარო სააქციო საზოგადოება „ბანკ ვეტებეს ” ერთპიროვნული გადაწყვეტილებით , ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ვასილ ნიკოლაის ძე ტიტოვს, სერგეი ვლადიმირის ძე ცარიოვს, ტატიანა ანატოლის ასულ მუხინას, მარია ვიკტორის ასულ სკოკოვას, გრიგოლ ვაჟას ძე ლომიძეს . იმავდროულად არჩეულ იქნენ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები : მეხეილ მიხეილის ძე ზადორნოვი, ანა ვიქტორის ასული შუმეიკო და ასია ალექსანდრეს ასული ზახაროვა.
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერის – საჯარო სააქციო საზოგადოება „ბანკ ვეტებეს“ 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება სრულად შეგიძლიათ იხილოთ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ვებგვერდზე– www.vtb.ge.
დირექტორი მამუკა მენთეშაშვილი