1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ამგვარი პროცენტი ასევე შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის საერთო რაოდენობის 10 პროცენტს. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური უწყებები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყვეტენ ამ შეზღუდვის გამოყენების საკითხს.
3. მე-2 პუნქტის დებულების მიუხედავად, ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი პროცენტი დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ:
a) პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა;
b) პროცენტი გადახდილია ნებისმიერი სამეწარმეო, კომერციული ან სამეცნიერო აღჭურვილობის კრედიტით გაყიდვასთან დაკავშირებით, ან ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსთვის პროდუქციის კრედიტით გაყიდვასთან დაკავშირებით, და ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი;
c) პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საპენსიო ფონდი, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი პროცენტი არ იქნა მიღებული საპენსიო ფონდის მიერ პირდაპირ ან ირიბად განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობიდან.
4. მე-3 პუნქტის მიზნებისათვის ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობა“ მოიცავს:
a) საქართველოს შემთხვევაში:
(i) საქართველოს მთავრობას ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს;
(ii) საქართველოს ეროვნულ ბანკს; და
(iii) საქართველოს ნებისმიერ სამთავრობო ორგანოებს, პოლიტიკურ ქვედანაყოფებს ან ინსტიტუტებს, რომელთა განსაზღვრა და შეთანხმება ხორციელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის წერილების გაცვლის გზით;
b) კორეის შემთხვევაში:
(i) კორეის მთავრობას ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს;
(ii) კორეის ბანკს;
(iii) კორეის ექსპორტ-იმპორტის ბანკს;
(iv) კორეის სავაჭრო დაზღვევის კორპორაციას;
(v) კორეის განვითარების ბანკს; და
(vi) ნებისმიერ პოლიტიკურ ქვედანაყოფს, კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ ორგანოს, რომელთა განსაზღვრა პერიოდულად ხორციელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შორის წერილების გაცვლის გზით.
5. ტერმინი „პროცენტი“ ამ მუხლის მიზნებისთვის ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და შემოსავალს ობლიგაციებიდან ან სავალო ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე პროცენტად არ განიხილება.
6. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.
7. პროცენტი ითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილად, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი., თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის, თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებული ვალდებულებიდანაც წარმოიშვა გადახდილი პროცენტი და ამ პროცენტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ პროცენტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოშობილად, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება.
8., თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პროცენტის თანხა, იმ სავალო ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.
9. ამ მუხლის დებულება არ გამოიყენება, თუ სავალო მოთხოვნის შექმნასთან ან განაწილებასთან, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, დაკავშირებული ნებისმიერი პირის ძირითადი ან ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამ მუხლით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობა, ამგვარი სავალო მოთხოვნის შექმნის ან განაწილების მეშვეობი