1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპანიის მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზე.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება“ მოიცავს:

a) საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის გარეშე გაქირავებით მიღებულ მოგებას; და

b) საქონლის და პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული კონტეინერების გამოყენებით, შენახვით ან გაქირავებით (კონტეინერების ტრანსპორტირებისთვის საჭირო ტრაილერების და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის ჩათვლით) მიღებულ მოგებას. როდესაც ამგვარი გაქირავება ან გამოყენება, შენახვა ან გაქირავება წარმოადგენს საზღვაო ან საჰაერო ხომალდების საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატაციასთან დაკავშირებით დამატებითი ხასიათის მქონე საქმიანობა