1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) საქართველოს ტერიტორია ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
b) ტერმინი „კორეა“ ნიშნავს კორეის რესპუბლიკას და გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას ნიშნავს კორეის რესპუბლიკის ტერიტორიას, ტერიტორიული ზღვის ჩათვლით და მასთან მიმდებარე ნებისმიერ სივრცეს, რომელიც, კორეის რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად განისაზღვრება ან შეიძლება განისაზღვროს როგორც სივრცე, რომლის ფარგლებშიც ზღვის ფსკერზე, წიაღსა და ბუნებრივ რესურსებზე შეიძლება გავრცელდეს კორეის რესპუბლიკის სუვერენული უფლებები ან იურისდიქცია;
c) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ ნიშნავს საქართველოს ან კორეას, კონტექსტის შესაბამისად;
d) ტერმინი „საწარმო“ მოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას;
e) ტერმინი „გადასახადი“ ნიშნავს საქართველოს ან კორეის გადასახადს, კონტექსტის შესაბამისად;
f) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
g) ტერმინი „კომპანი“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;
h) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
i) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
j) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
(i) საქართველოს შემთხვევაში: ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
(ii) კორეის შემთხვევაში: სტრატეგიისა და ფინანსთა მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
k) ტერმინი „ნაციონალური პირი „ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს:
(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა ან ეროვნება; და
(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე;
l) ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობა“ მოიცავს პროფესიული მომსახურებისა და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის წარმართვას;
m) ტერმინი „საპენსიო ფონდი“ ნიშნავს ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაარსებულ ნებისმიერ პირს, რომელიც:
(i) როგორც წესი, ამ სახელმწიფოში გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან, და
(ii) ძირითადად ფუნქციონირებს პენსიის ან საპენსიო შეღავათების გაცემის ან ადმინისტრირების მიზნით, ან ერთი ან რამდენიმე ამგვარი ფონდის სასარგებლოდ შემოსავლის მიღების მიზნით.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმები