„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №664 |
|
2016 წლის 25 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ, №84, 23/06/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010.240.070.22.034.008.796) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სასაზღვრო პოლიციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველო;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;“; გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველო;“; დ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დ1 და დ2 ქვეპუნქტები: „დ1) საგამოძიებო სამმართველო; დ2) საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზის და კოორდინაციის სამმართველო;“. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით;“. 4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე.“. 5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე.“. 6. მე-10 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველო“. ბ) „ნ“ – „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 7. მე-102 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 103 მუხლი: „მუხლი 103. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: ა) სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვის ერთიან უზრუნველყოფას; ბ) კადრების შერჩევის, განაწილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის შემუშავებას; გ) სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ და ხარისხობრივ ანალიზსა და თვისებრივ გაუმჯობესებას, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებში სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კონტროლს; დ) პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ზრდის, მათ შორის, ატესტაციის გზით, ორგანიზებასა და კონტროლს; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. 8. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველო ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველო სტრუქტურული დანაყოფების მეშვეობით, ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, ახორციელებს: ა) სასაზღვრო-პოლიციურ და პრევენციულ ღონისძიებებს; ბ) კომპეტენციის ფარგლებში პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ხასიათის, ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის პრევენციულ მოპოვებას; გ) ერთობლივ ოპერატიულ ღონისძიებებს, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლას; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. 9. დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი: „მუხლი 111. საგამოძიებო სამმართველო საგამოძიებო სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: ა) სამართალდარღვევათა გამოვლენას, მასზე რეაგირებასა და თავიდან აცილებას; ბ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეების გამოძიებას; გ) უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, მის გამოვლენას, აღკვეთას და პრევენციას, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავებას და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. 10. დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 მუხლი: „მუხლი 112. საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველო საინფორმაციო უზრუნველყოფის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს: ა) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ოპერატიული ვითარების, მისი განვითარების შესაძლო ტენდენციების შესწავლასა და პრევენციას; ბ) სასაზღვრო პოლიციის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ანალიზის წარმოებასა და რისკების შეფასებას, მოპოვებული ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებასა და განზოგადებას; გ) სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|