სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 25.11.2016
ძალაში შესვლა 25.11.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №523
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.019589
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/11/2016
matsne.gov.ge 266 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.11.2016 მიღება
25.11.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 98% 23.12.2016 სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 98% 08.12.2016 სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 97% 11.09.2018 სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 27.07.2016 სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 94% 24.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №523 2016 წლის 25 ნოემბერი ქ. თბილისი სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ​1“, „ჩ​1“ ქვეპუნქტებისა და მე-19 მუხლის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​1 პუნქტის  „კ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1.2.3.9 პუნქტისა და 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ადგენს: მუხლი 1🔗 პაციენტ დ. კუხალაშვილისთვის (დაბ.  18/05/1985, პ/ნ: 62005023980)  საჭირო შესაბამისი სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, სამედიცინო ტრანსპორტირება) დაფინანსება განხორციელდეს არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით. არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის პირობები განისაზღვროს შემდეგი სახით: 1. ვაუჩერის მიზნობრიობა − პაციენტის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება (მათ შორის, სამედიცინო ტრანსპორტირება). 2. სამედიცინო ვაუჩერის ღირებულება − არაუმეტეს 75 000,00 (სამოცდათხუთმეტი ათასი) აშშ   დოლარის ეკვივალენტი ლარი. 3. სამედიცინო ვაუჩერის ანაზღაურება ხორციელდება გაწეული/გასაწევი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ვაუჩერის ღირებულებისა. ვაუჩერის განაღდება ხორციელდება შესაბამის სამედიცინო ტრანსპორტირების განმახორციელებელ კომპანიასთან და/ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებასთან თანხის გადარიცხვის გზით.  4. ვაუჩერის განაღდებას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო.  მუხლი 2🔗 მოქალაქე ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით. მოცემული პაციენტისათვის ამ დადგენილებით გათვალისწინებული სამედიცინო ვაუჩერის ღირებულების ზემოთ გაწეული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, სამედიცინო ტრანსპორტირების) დაფინანსების საკითხი განიხილება „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომი­სიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად. მუხლი 3🔗 ვაუჩერი დაფინანსდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი: 35 03 03 09).  მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 25 ნოემბრიდან. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი