ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 ოქტომბრის №43 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2016 წლის 25 ნოემბერი ქ. ქარელი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადამიანური რესურსების მართვასა და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; გამგეობის ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი;
გ) დადგენილებით დამტკიცებული მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ქ“ „ღ“ „ყ“ „შ“ „ჩ“ „ც“ „ძ“ პუნქტები;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლი.
|