ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №19 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№08
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.144.016428
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №08

2023 წლის 24 თებერვალი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №19 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილებები ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №19 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge საიდენტიფიკაციო კოდი 010250020.35.144.016152 18/07/2014) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების“

1. მე-3 მუხლის „კ)“  და „ლ)“პუნქტები ამოღებულ იქნას

2. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„მუხლი 51

საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები აღინუსხება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, უწყვეტი (ზრდადი) ნუმერაციითა და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება შედგება ინდექსისაგან „2“, დეფისისა და რიგითი ნომრისაგან. პირად საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების ნუმერაციის შემთხვევაში, იწერება ინდექსი „2“, ასობგერა („პ“), დეფისი და რიგითი ნომერი, სამსახურებრივ მივლინებებთან დაკავშირებით გამოცემულ ბრძანებებში იწერება ინდექსი „2“, ასობგერა („მ“), დეფისი და რიგითი ნომერი.”

3. მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნას .

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე