საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ

მიღების თარიღი 24.11.2016
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016204
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/12/2016
matsne.gov.ge 192 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კინოცენტრ ,,აფხაზეთის“ ლიკვიდაციის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 92% 27.11.2015 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 88% 22.09.2017 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 87% 18.06.2025 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 87% 04.10.2018 სსიპ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციისა და „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 20.07.2015

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  დადგენილება №36       2016 წლის 24 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  – ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-16, მე-17 მუხლების, მე-18 მუხლის 1​1 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: 1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ქ. ბაკარაძე) 2016 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (მ ფარფალია). 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის მთავრობის 2006 წლის 24 ნოემბრის №39 დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზემო აფხაზეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის შექმნის შესახებ“. 5. ამ დადგენილების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 დეკემბრიდან. 6. ეს დადგენილება,  გარდა პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის  შემსრულებელი                                                                           ვახტანგ  ყოლბაია