„შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2444
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022618
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №244 4

2016 წლის 17ნოემბერი

ქ. თბილისი

„შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შეღავათიანი აგროკრედიტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული:

1. „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ (დანართი 1):

ა) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „გ.თ“ და „გ.ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ი“, „კ“, „ლ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) მეცხოველეობისათვის სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა.“;

დ) 71 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 7² მუხლი:

     „მუხლი 7². შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისათვის კომპონენტის ქვეკომპონენტი მრავალწლოვანი კულტურებისთვის

1. ქვეკომპონენტი ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ ახალი მრავალწლოვანი კულტურების ბაღების, ზვრების, პლანტაციების გაშენებისათვის (მათ შორის, მათი კომერციულ მსხმოიარობამდე მიყვანა) ან არსებული მრავალწლოვანი კულტურების ბაღების, ზვრების, პლანტაციების რემონტის და/ან აღდგენისათვის გამოყოფილ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსებას პროექტის პირობების შესაბამისად.

2. ქვეკომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:

ა) საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს − მხოლოდ 20 000 ლარიდან (ან ეკვივალენტი აშშ დოლარში) 30 000 აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარში) სესხების შემთხვევაში;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეს;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (გარდა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა), მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს.

3. ქვეკომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემა მხოლოდ შემდეგი მიზნობრიობებით:

ა) ახალი მრავალწლოვანი კულტურების ბაღების, ზვრების, პლანტაციების გაშენება, კერძოდ:

ა.ა) ვაზის საღვინე, საქიშმიშე და/ან სუფრის ჯიშების გაშენება (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისა);

ა.ბ) ხილის კურკოვანი და/ან თესლოვანი ჯიშების გაშენება;

ა.გ) კაკლოვანი კულტურების გაშენება;

ა.დ) კენკროვანი კულტურების გაშენება;

ა.ე) ციტრუსოვნები და/ან სხვა სუბტროპიკული კულტურების გაშენება;

ა.ვ) ჩაი, დაფნა და/ან სხვა ტექნიკური კულტურების გაშენება;

ა.ზ) მრავალწლოვანი ყვავილების გაშენება;

ა.თ) მერქნის მომცემი და სწრაფადმზარდი მცენარეების სახეობების გაშენება;

ა.ი) საჩითილეებისა და სანერგეების მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისა);

ა.კ) სარწყავი და/ან სადრენაჟე სისტემების მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის);

ა.ლ) მრავალწლოვანი ნარგავების საყრდენი სისტემების (მავთული, ბოძები) მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის);

ა.მ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისათვის ღობის მოწყობა (ბოძები, მავთული, ეკალმავთული, მავთულის ბადე, ელექტროღობე) (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის);

ა.ნ) მემცენარეობისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის);

ა.ო) ახალი გაშენებული მრავალწლოვანი კულტურის კომერციულ მსხმოიარობამდე მიყვანისათვის საჭირო ყველა ხარჯის, მათ შორის, საოპერაციო ხარჯის დაფინანსება;

ბ) არსებული მრავალწლოვანი კულტურების ბაღების , ზვრების, პლანტაციების რემონტი/აღდგენა, კერძოდ:

ბ.ა) ვაზის საღვინე, საქიშმიშე და სუფრის ჯიშების რემონტი/აღდგენა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისა);

ბ.ბ) ხილის კურკოვანი და/ან თესლოვანი ჯიშების რემონტი/აღდგენა;

ბ.გ) კაკლოვანი კულტურების რემონტი/აღდგენა;

ბ.დ) კენკროვანი კულტურების რემონტი/აღდგენა;

ბ.ე) ციტრუსოვნები და/ან სხვა სუბტროპიკული კულტურების რემონტი/აღდგენა;

ბ.ვ) ჩაი, დაფნა და/ან სხვა ტექნიკური კულტურების რემონტი/აღდგენა;

ბ.ზ) მრავალწლოვანი ყვავილების რემონტი/აღდგენა;

ბ.თ) მერქნის მომცემი და სწრაფად მზარდი მცენარეების სახეობების რემონტი/აღდგენა;

ბ.ი) საჩითილეებისა და სანერგეების მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისა);

ბ.კ) სარწყავი და/ან სადრენაჟე სისტემების მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის);

ბ.ლ) მრავალწლოვანი ნარგავების საყრდენი სისტემების (მავთული, ბოძები) მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის);

ბ.მ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისათვის ღობის მოწყობა (ბოძები, მავთული, ეკალმავთული, მავთულის ბადე, ელექტროღობე) (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის);

ბ.ნ) მემცენარეობისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის).

4. ქვეკომპონენტის თანხა, ვადა, თანადაფინანსების მოცულობა და მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი:

ა) ქვეკომპონენტის ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან (ან ეკვივალენტი აშშ დოლარში) 600 000 აშშ დოლარამდე (ან ეკვივალენტი ლარში);

ბ) ლარში სესხ(ებ)ის გაცემა დასაშვებია შემდეგი მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთებით:

 

სესხის მოცულობა

საპროცენტო განაკვეთი

20 000 ლარიდან 75 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 15%-ისა

75 001 ლარიდან 250 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 14%-ისა

250 001 ლარიდან 500 000 ლარის ჩათვლით

არაუმეტეს 13%-ისა

500 001 ლარიდან 600 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში

არაუმეტეს 12%-ისა

 

მიზნობრივ თანადაფინანსებას სააგენტო განახორციელებს სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს მომდევნო 66 თვის განმავლობაში, მსესხებლის გადახდების პარალელურად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) აშშ დოლარში გაცემული სესხების მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება არა უმეტეს ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით, რომლის დაფინანსებას სააგენტო განახორციელებს სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს მომდევნო 66 თვის განმავლობაში, მსესხებლის გადახდების პარალელურად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. სესხის უზრუნველყოფა

წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიზნობრიობების ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი (არარეფინანსირებული/ არარესტრუქტურიზებული) სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სააგენტოს მიერ, არაუმეტეს სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 66 თვის განმავლობაში. მეორადი უზრუნველყოფა ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სესხი პირველადად უზრუნველყოფილია მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთით, რომელზეც ხდება ახალი მრავალწლოვანი კულტურის ბაღების, ზვრების, პლანტაციების გაშენება. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თანხის 100%-ს. სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით.

6. რეფინანსირება, რესტრუქტურიზაცია და პარალელური სესხი

ა) წინამდებარე ქვეკომპონენტის ფარგლებში გასაცემი სესხ(ებ)ით დასაშვებია პროექტის ფარგლებში გაცემული ამ  მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობების მქონე სესხის რეფინანსირება, თუ არ იზრდება ნარჩენი სესხის ვადა, თანხა და სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური მოცულობა; 

ბ) ქვეკომპონენტის ფარგლებში დასაშვებია სესხის რესტრუქტურიზაცია, თუ რესტრუქტურიზაციის შედეგად სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური თანხა არ აღემატება სესხის რესტრუქტურიზაციამდე გრაფიკით გათვალისწინებულ თანადაფინანსების ჯამურ თანხას;

გ) ქვეკომპონენტის ფარგლებში დასაშვებია პარალელური სესხების გაცემა, თუ პარალელური სესხების ჯამი არ აღემატება ამავე ქვეკომპონენტში ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრული სესხის მაქსიმალურ ლიმიტს (600 000 აშშ დოლარი (ან ეკვივალენტი ლარში)) და თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე (20 000 ლარი (ან ეკვივალენტი აშშ დოლარში)) ნაკლები.

7. ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ის ყველა ის პირობა, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე მუხლით, რეგულირდება მე-7 მუხლით დადგენილი საერთო პირობებით.“.

2.  „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ღონისძიებების დეტალური აღწერილობების“ (დანართი №2) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კაკლის, მიწის თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების (გარდა თხილისა) გადამუშავება (აღნიშნული ცვლილება გავრცელდეს ამ პუნქტის ძალაში შესვლიდან სააგენტოში შესულ განცხადებაზე);“.

პრემიერ-მინისტრი                                         გიორგი კვირიკაშვილი