თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ინფორმაცია
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო
ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით თელავის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.
2016 წლის განმავლობაში თელავის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 56 განცხადება მათ შორის:
1. საქართველოს სახალხო დამველის აპარატის – 3;
2. არასამთავრობო ორგანიზაციის – 30;
3. მოქალაქის განცხადება – 19;
5. ჟურნალისტისაგან – 2;
6. სტუდენტი – 2;
შემოსული განცხადებებიდან 53 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 3 შემთხვევაში განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა თელავის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირის, საჯარო მოსამსახურის მიერ სასამართლოს მენეჯერის ნანა თეთრაულის მიერ.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა თელავის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
თელავის რაიონულ სასამართლოში საჯარო
ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი,
თელავის რაიონული სასამართლოს
მენეჯერი ნანა თეთრაული