შპს „დელუქს შიპ სუფლაის“ კრედიტორთა კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/2334
საოქმო განჩინება
(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)
2016 წლის 28 ნოემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე
1. მეურვე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი - მიხეილ ლომთაძე.
2. მოვალე - შპს ,,დელუქს შიპ სუფლაი”- ს დირექტორი დიმიტრი კოღუაშვილი.
3. კრედიტორი - სსიპ - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,დელუქს შიპ სუფლაი”- ს კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2016 წლის 12 დეკემბერს, 13:30 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:
ა) გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება და გაკოტრების მმართველის არჩევა.
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე - www.geocourts.ge.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება,მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში,ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი,კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
კრების თავმჯდომარე გენადი მაკარიძე
კრების მდივანი ნოდარ გიორგიძე