მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03/1/201
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაცია

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშის თაობაზე

 

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“   49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიშს, კერძოდ;

ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია  სულ 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) განაცხადი. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით არცერთი განაცხადი არ შემოსულა, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის უარის თქმის თაობაზეც არ არის გადაწყვეტილება მიღებული.

ბ) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულია 56 (ორმოცდათექვსმეტი) გადაწყვეტილება და 1 (ერთი) გადაწყვეტილება მომზადების პროცესშია. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილება/არ დაკმაყოფილების თაობაზე საკითხი კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას არ განუხილია.

გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

დ) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ, ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა და შესაბამისად პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადება არ განხორციელებულა.

ე) 2016 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს,  თუმცა            უარის თქმის შემთხვევაში,  საკრებულო   იხელმძღვანელებდა

„საქართველოს     ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

ვ) საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მომთხოვნის მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული.

რაც შეეხება, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათ შორის მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდას, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადგილი არ ჰქონია.

 

ავ არ                                                           ჯე მ ალ ი ს ო ლ ო ღ ა შ ვ ი ლ ი