ირაკლი ბაქრაძისა და ნანა გულაღაშვილის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
№3/ 2408-14
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
201 5 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი – ნინო სახელაშვილი
მოსარჩელ ეები: ირაკლი ბაქრაძე, ნანა გულაღაშვილი
წარმომადგენ ელი – გიორგი შენგელია
მოპასუხე – ქალაქ თბილისის საკრებულო
წარმომადგენელი – ფატმან ნიშნიანიძე
მოპასუხე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი – გიორგი ამირაჯები
დავის საგანი – ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა იმ ნაწილში, რომლითაც მიწის ნაკვეთ ები,მდებარე – ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩისა და ფირმა ,,სანის” ტერიტორიას შორის (ნაკვ.11/18) (ნაკვ. 22/117) (საკადასტრო კოდ ებ ი №01.13.01.022.117 და №01.13.01.022.118), შეყვანილ იქნა ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონაში.
2.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 24 მარტის №12/14056680-2, №2266291 გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ირაკლი ბაქრაძისა და ნანა გულაღაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისში, ლუბლიანას ქუჩისა და ფირმა ,,სანის” ტერიტორიას შორის მდებარე მიწის ნაკვეთებს (საკადასტრო კოდები №01.13.01.022.117 და №01.13.01.022.118) მიენიჭა სარეკრეაციო ზონა 1-ის სტატუსი. ბათილად ცნობილ ნაწილში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა განისაზღვროს მისი ბათილად ცნობის დღიდან;
3. ქალაქ თბილისის საკრებულოს დაევალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნება იმავე წესით, რა წესითაც გამოქვეყნდა ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის №6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა;
4. მოპასუხე ქ. თბილისის საკრებულოს დაეკისროს ირაკლი ბაქრაძის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;
5. ირაკლი ბაქრაძისა და ნანა გულაღაშვილის სარჩელი, ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 24 მარტის №12/14056680-2, №2266291 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნისა და ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.
6. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი, 100 (ასი) ლარის ოდენობით, ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე მირანდა ერემაძე