სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ინფორმაცია
სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 201 6 წლის ანგარიშის შესახებ
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ , საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 201 6 წლის ანგარიშს , საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის თაობაზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, 201 6 წლის 7 დეკემბრამდე, სულ შემოსულია 992 განცხადება:
1. საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა 992 შემთხვევაში;
2. ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 35-ე მუხლის შესაბამისად, სააგენტო აწარმოებს შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტს, რომელშიც ფიქსირდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის, დაკმაყოფილებისა და უარის თქმის შემთხვევები, შესაბამისი თარიღების მითითებით;
3. ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას შესაბამის ელექტრონულ რესურსზე www.rama.moh.gov.ge;
4. საჯარო მოსამსახურეთა მიერ ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების შემთხვევა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში 201 6 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა;
5. საჯარო ინფორმაციის დამუშავების, გაცემის, ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა. შესაბამისად, ამ საკითხთან მიმართებაში სააგენტოს თანხის გადახდა არ დაკისრებია.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე