ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამ კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ 2016 წლის ანგარიშს: (საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე ინფორმაციას)
2016 წლის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში“ შემოვიდა სულ 4 (ოთხი) წერილი, მათ შორის 2 (ორი) შემოსულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წერილზე თანდართვით, 1 (ერთი) ფიზიკური პირისგან და 1 (ერთი) იურიდიული პირისგან.
ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მიერ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემა ხორციელდებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მიერ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისადმი პასუხად გაცემულ იქნა 2 (ორი) საჯარო ინფორმაცია.
ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მიერ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ფიზიკურ პირზე პასუხად გაცემულ იქნა 1 (ერთი) საჯარო ინფორმაცია.
ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მიერ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით იურიდიულ პირზე პასუხად გაცემულ იქნა 1 (ერთი) საჯარო ინფორმაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ დირექტორის „მოსაკრებლის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ“ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი გადაიხადა ერთმა იურიდიულმა პირმა.
ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის“ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით არცერთ განმცხადებელს არ მოუმართავს. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა.
2016 წლის საანგარიშო პერიოდში ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში“ დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს“ უარი საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე არცერთი საჯარო უწყებისათვის და განმცხადებლისათვის არ გაუცია და შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები. ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. აქედან გამომდინარე არ არსებობს გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის და ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ დირექტორის 2015 წლის 29 სექტემბრის №31 ბრძანების შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე (მატერიალური და ელექტრონული ფორმით (სამსახურებრივი ელფოსტა HR@youthpalace.ge ) პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამსახურის, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი − თინა მესტვირიშვილი. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი − მაია ჩადუნელი (სამსახურებრივი ელფოსტა PR@youthpalace.ge ).
„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების დანართის მე-2 ნაწილის 2.4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მიერ წარმოდგენილი ანგარიში პროაქტიურად გამოქვეყნდება ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.youthpalace.ge : საჯარო ინფორმაციის გვერდზე.