თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით სააპელაციო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეებად განისაზღვრა  ნინო ლომსაძე და აკაკი მაისურაძე.

 2016 წლის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 160 განცხადება შემოვიდა. შემოსულ განაცხადთაგან 127 მოთხოვნა დაკმაყოფილდა,  ხოლო, 33  მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ  მოთხოვნილი იყო ისეთი სახის მონაცემები, რომელთა სტატისტიკურ აღრიცხვას თბილისის სააპელაციო სასამართლო არ აწარმოებდა. 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადებაზე პასუხის გაცემა მოხდა როგორც წერილობითი სახით, ასევე ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოში არ შემოსულა.

საჯარო მოსამსახურის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირისთვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლისა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს  125  ლარს  და  25  თეთრს.

სააპელაციო სასამართლოს აქვს ინტერნეტ გვერდი – www.tbappeal.court.ge რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.

 

სასამართლოს თავმჯდომარე                     ვალერ ცერცვაძე