ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ

2015 წლის 9 დეკემბრიდან 2016 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 90 განაცხადი. აქედან:

Ø  დაკმაყოფილდა − 86;

Ø  განხილვის პროცესშია − 4;

Ø  სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

სამინისტრომ შეაგროვა და დაამუშავა საჯარო მონაცემთა ბაზის შემდეგი სახეები:

Ø  იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მონაცემთა ბაზას დაემატა

7 201 პირის მონაცემი;

Ø  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უძრავი ქონების აღრიცხვის მონაცემებს დაემატა 1 დეკლარაცია, ხოლო უკვე შევსებული დეკლარაციებიდან 8-ს ჩაემატა დამატებითი მონაცემები;

Ø  ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 47 და ჰუმანიტარული სტატუსი − 202 პირს.

იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ მონაცემები გადაეცა:

Ø  საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ხუთჯერ);

Ø  სოციალური მომსახურების სააგენტოს (ეგზავნება ყოველთვიურად,

დევნილთა მიერ შემწეობის მისაღებად).

 

სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირად დადგენილია ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოგუცა გურული.