ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის საკითხებთან დაკავშირებით

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02/144
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს 2016 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის საკითხებთან დაკავშირებით.

1. 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 15 განცხადება. გაცემულ საჯარო ინფორმაციაზე შესწორების შესახებ არ შემოსულა არცერთი განცხადება. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არ მიღებულა არცერთი გადაწყვეტილება.

2. მოთხოვნის მთლიანად დაკმაყოფილების შესახებ მიღებულია 15 გადაწყვეტილება. საჯარო ინფორმაციის გაცემა ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის 19/11/2015 №-25-პ/შ განსაზღვრული პასუხისმგებელი პირის, საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის (საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში) ნონა მთიულიშვილის მიერ.

3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წელს არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ.

4. პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა არ განხორციელებულა.

5. ახმეტის საკრებულოს აპარატში არ მომხდარა საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევა.

6. საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე უარის თქმა არ მომხდარა, შესაბამისად საკრებულოს მიერ გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდას ადგილი არ ჰქონია.

ახმეტის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                 გელა ჯუგაშვილი