საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სმართ ლოჯიქის“ 2016 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სმართ ლოჯიქის“ 2016 წლის ანგარიში

ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 9 დეკემბრამდე სსიპ „სმართ ლოჯიქში“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:

ა) სსიპ „სმართ ლოჯიქში“ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 4 განცხადება, მათ შორის, ელექტრონული ფორმით შემოსული განცხადებების რაოდენობამ შეადგინა 1 ერთეული. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის შესახებ მოთხოვნების სსიპ „სმართ ლოჯიქში“ ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ − მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (MY.GOV.GE) მეშვეობით.

რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, მითითებულ პერიოდში მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

ბ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „სმართ ლოჯიქში“ შემოსული განცხადებებიდან მოთხოვნის შესაბამისად, ინფორმაცია სრულად გაიცა 1 შემთხვევაში; 1 შემთხვევაში მასში მითითებული საკითხები მიეკუთვნებოდა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს, შესაბამისად, განცხადება გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; ხოლო 2 განცხადება განხილვის პროცესშია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ შემოსული განცხადებები განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო სსიპ „სმართ ლოჯიქის“ იურისტმა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა - ნინო ნიქაბაძემ.

გ) სსიპ „სმართ ლოჯიქი“, დებულებით დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. „სმართ ლოჯიქში“ პერსონალური მონაცემები დაცულია როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. „სმართ ლოჯიქის“ დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

საანგარიშო პერიოდში სსიპ „სმართ ლოჯიქის“ მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

დ) სსიპ „სმართ ლოჯიქის“ მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტები.

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება საანგარიშო პერიოდში არ მიღებულა.

ვ) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე ადმინისტრაციული საჩივარი არ არის დაფიქსირებული. ასევე, ადგილი არ ჰქონია გადაწყვეტილების სასამართლო წესით გასაჩივრებას.

ზ) სსიპ „სმართ ლოჯიქის“ მიერ ინფორმაციის გაცემის, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონია „სმართ ლოჯიქის“ მიერ მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

 

სსიპ „სმართ ლოჯიქის“დირექტორის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                    გიორგი მეჟლუმიანი