საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2016 წლის ანგარიში

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, კერძოდ:

1. კოდექსის 49-ე მუხლის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებთან დაკავშირებით:

– საანგარიშო პერიოდში (2015 წლის 10 დეკემბრიდან - 2016 წლის 10 დეკემბრამდე) სააგენტოში შემოსულია 16 განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, აქედან ოთხი განცხადება შემოვიდა ელექტრონულად;

– თითოეული განცხადების შესაბამისად გაიცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია;

– მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სააგენტოს დირექტორის, სააგენტოს საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის (საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი) ირინე გიორგობიანის და სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის (საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი) სპეციალისტის ანა იმნაიშვილის მიერ.

2. კოდექსის 49-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით:

– სააგენტოში შექმნილია საჯარო მონაცემთა ბაზები. სააგენტოს ყველა თანამშრომელზე შეგროვებული და დამუშავებულია პერსონალური მონაცემები. იგივე კეთდება ახალი თანამშრომლის მიღებისას. ინფორმაცია თანამშრომლების პერსონალური მონაცემების აღნიშნული საინფორმაციო ბაზისა და მასში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ყოველთვიურად მიეწოდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შემდგომში საჯარო სამსახურის ბიუროსათვის მიწოდების მიზნით.

3. რაც შეეხება 49-ე მუხლის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებს – ასეთი შემთხვევები სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში არ დაფიქსირებულა.

სააგენტოს დირექტორი                                                 მიხეილ ხმალაძე