ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03/124
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 99-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ანგარიშს:

ა) ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე საჯარო ინფორმაციის თხოვნით შემოვიდა 20 განცხადება. გაიცა 20 საჯარო ინფორმაცია. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შესახებ მოთხოვნის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ბ) საკრებულოს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხდომის დახურვის შესახებ არ უმსჯელია. საკრებულოში წარმოდგენილი წერილობით მოთხოვნაზე მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება.

გ) საკრებულოში საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების მოგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია;

დ) საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევასა და პასუხისმგებელი წევრებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია;

ე) საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ან სხდომის დახურვის შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია;

ვ) საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და არც მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების ფაქტი დაფიქსირებულა;

ზ) საკრებულოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ან სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ დაფიქსირებულა.

თავმჯდომარე                                                 ჯემალი შავერდაშვილი