ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 2016 წლის ანგარიში
ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ წლიურ ანგარიშს:
ა) სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 12 განცხადება. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, 2013 წლის სექტემბრიდან სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – MY.GOV.GE – მეშვეობით. აღნიშნული სერვისის საშუალებით ცენტრში 2015 წლის 10 დეკემბრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
რაც შეეხება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობას, საანგარიშო პერიოდში მსგავსი მოთხოვნის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
ბ) საანგარიშებო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ შემოსული განცხადებებიდან,
1 . საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა 7 შემთხვევაში;
2. 5 განცხადება განხილვის ეტაპზეა და მიმდინარეობს წარმოება.
ცენტრში შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება ექვსივე შემთხვევაში მიიღო ცენტრის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიულად გამოქვეყნების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ხელაძემ.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ შემოსული 12 განცხადებიდან, არასამათავრობო ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილ იქნა 6 განცხადება, ხოლო 6 შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო მოქალაქე.
გ) ცენტრში ცალკეული სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. ცენტრში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც მათი სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.
დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთა მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის დარღვევისა და დისციპლინური სახდელების დადების არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა.
ე) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ვ) სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მიღებული არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
ზ) ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში არ წარმოშობილა ხარჯები.
დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ირაკლი ხელაძე