საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2015 წლის 16 იანვრის №1-8 ბრძანების შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულ იქნა ამავე რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი − მარი წაქაძე, ხოლო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2015 წლის 16 იანვრის №1-8 ბრძანების თანახმად, მარი წაქაძის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებაში ყოფნის პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა რესურსცენტრის უფროსი − ლელა ჯაში.
• 2016 წლის საანგარიშო პერიოდში რესურსცენტრში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავიდან გამომდინარე წარმოდგენილ იქნა 1 განცხადება ელექტრონული მისამართის (didubechughureti@mes.gov.ge) მეშვეობით. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ განხორციელებულ იქნა რეაგირება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და განცხადება დაკმაყოფილდა.
• საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა.
• საჯარო ინფორმციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარი არ გაცემულა.
• საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაწესებულების გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;
• საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
დაწესებულებას არ გაუწევია ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და შენახვას. რესურსცენტრში პერსონალური მონაცემები დაცულია, როგორც ელექტრონული, ისე − მატერიალური სახით. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (eflow) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განმცხადებელი უთითებს მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავების და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაცულია საჯარო მონაცემთა ბაზები:
• დაწესებულების ხარჯთაღრიცხვის ნუსხა;
• დაწესებულების მოსამსახურეთა ბაზა;
• შემოსული/გასული წერილები;
• ინფორმაცია რესურსცენტრის და სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;
• საჯარო და კერძო სკოლების შესახებ არსებული საჯარო ინფორმაციათა ბაზები;
• სკოლების საშტატო განრიგები და სატარიფიკაციო სიები;
• სამეურვეო საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზა;
• ინფორმაცია ექსტერნატის ფორმით გამოცდაზე დარეგისტრირებული პირების შესახებ;
• ინფორმაცია სკოლების მიერ იჯარით გაცემული ფართების შესახებ;
• მასწავლებელთა სერტიფიკატების გაცემის რეესტრი;
• ინფორმაცია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული სკოლების/მოსწავლეების შესახებ.
რესურსცენტრი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს რესურსცენტრის მოსამსახურეთა და რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.
2016 წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:
• მონაცემები სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მსურველების შესახებ მათი რეგისტრაციის მიზნით;
• მონაცემები ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების შესახებ;
• მონაცემები პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში;
• მონაცემები ექსტერნების შესახებ − ექსტერნატის ფორმით გამოცდებზე მათი რეგისტრაციის მიზნით;
• მონაცემები სკოლების სამეურვეო საბჭოების შესახებ − მათი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა წევრით ჩანაცვლების, ასევე, სამეურვეო საბჭოს არჩევნების/რიგგარეშე არჩევნების შედეგების რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით;
• მონაცემები მოქალაქეების შესახებ, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი სწავლის, შესაბამისი ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების ან/და მათზე ატესტატის დუბლიკატის გაცემის დადასტურების მიზნით;
• მონაცემები მოსწავლეების შესახებ, რომელთაც დაძლიეს საბაზო და საშუალო საფეხური, მათთვის შესაბამისი ატესტატის გადაცემის უზრუნველსაყოფად.
რესურსცენტრის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და სხვისთვის გადაცემასთან დაკავშირებული წარმოება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული და ასევე სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული „სამართლებრივი დახმარების“ რეგულაციების შესაბამისად).
პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა ჯაში