გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიში

 

გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზები

●დაწესებულების ხარჯთაღრიცხვის ნუსხა;

●დაწესებულების მოსამსახურეთა ბაზა;

●შემოსული/გასული წერილები;

●ინფორმაცია რესურსცენტრის და სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;

●საჯარო და კერძო სკოლების შესახებ არსებული საჯარო ინფორმაციათა ბაზები;

●სკოლების საშტატო განრიგები და სატარიფიკაციო სიები;

●სამეურვეო საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზა;

●ინფორმაცია ექსტერნატის ფორმით გამოცდაზე დარეგისტრირებული პირების შესახებ;

●ინფორმაცია სკოლების მიერ იჯარით გაცემული ფართების შესახებ;

●მონაცემები ეროვნული ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილე სკოლების შესახებ;

●მასწავლებელთა სერთიფიკატების გაცემის რეესტრი;

●ინფორმაცია პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგების შესახებ;

●ინფორმაცია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული სკოლების/მოსწავლეების შესახებ.

 

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის შესახებ

 

რესურსცენტრი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს რესურსცენტრის მოსამსახურეთა და რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.

2016 წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:

●მონაცემები სასერთიფიკაციო გამოცდაზე გასვლის მსურველების შესახებ მათი რეგისტრაციის მიზნით;

●მონაცემები ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების ფარგლებში;

●მონაცემები პრეზიდენტის პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში;

●მონაცემები ექსტერნების შესახებ ექსტერნატის ფორმით გამოცდებზე მათი რეგისტრაციის მიზნით;

●მონაცემები საატესტატო გამოცდების ჩატარების უზრუნველსაყოფად;

●მონაცემები სკოლების სამეურვეო საბჭოების შესახებ მათი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა წევრით ჩანაცვლების მიზნით;

●მონაცემები მოქალაქეების შესახებ, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი სწავლის, შესაბამისი ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების ან/და მათზე ატესტატის დუბლიკატის გაცემის დადასტურების მიზნით;

●მონაცემები მოსწავლეების შესახებ,რომელთაც დაძლიეს საბაზო და საშუალო საფეხური, მათთვის შესაბამისი ატესტატის გადაცემის უზრუნველსაყოფად.

პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.

 

ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და გაცემის შესახებ

 

●2016 წლის განმავლობაში დაწესებულებაში შემოვიდა 2 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

●2016 წლის განმავლობაში დაწესებულებაში მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე არ შემოსულა.

●2016 წლის განმავლობაში დაწესებულებაში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარი არ გაცემულა

●2016 წლის განმავლობაში დაწესებულებაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაწესებულების გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა

●2016 წლის განმავლობაში დაწესებულებაში საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა

●2016 წლის განმავლობაში დაწესებულებაში დაწესებულებას არ გაუწევია ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.

 

ხათუნა ლოდია

გლდანი-ნაძალადევის რაიონის

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი