ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში

 

ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზები:

● ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამის და მათ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებების შესახებ ინფორმაცია;

● დაწესებულების მოსამსახურეთა ბაზა;

● შემოსული/გასული წერილები;

● ინფორმაცია რესურსცენტრისა და სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;

● საჯარო და კერძო სკოლების შესახებ არსებული საჯარო ინფორმაციათა ბაზები;

● სკოლების საშტატო განრიგები და სატარიფიკაციო სიები;

● სამეურვეო საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზა;

● სკოლის დირექტორების დანიშვნა/გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბაზა;

● ინფორმაცია ექსტერნატის ფორმით გამოცდაზე დარეგისტრირებული პირების შესახებ;

● ინფორმაცია სკოლების მიერ იჯარით გაცემული ფართების შესახებ;

● მონაცემები ეროვნული სასწავლო და სამოქალაქო ოლიმპიადების პირველ ტურში მონაწილე სკოლებისა და მეორე ტურში გადასული მოსწავლეების შესახებ;

● მასწავლებელთა სერტიფიკატების გაცემის რეესტრი;

● ინფორმაცია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული პედაგოგების შესახებ;

● ინფორმაცია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული სკოლების/მოსწავლეების შესახებ.

● მასწავლებლობის მსურველების მონაცემთა ბაზა.

 

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და შენახვის შესახებ:

რესურსცენტრი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს რესურსცენტრის მოსამსახურეთა და რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.

პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.

 

2016 წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:

● მონაცემები საგნობრივ გამოცდაზე გასვლის მსურველების შესახებ მათი რეგისტრაციის მიზნით;

● პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგების შესახებ მონაცემები;

● მონაცემები 2015-2016 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა შესახებ;

● მონაცემები პრეზიდენტის პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციართა შესახებ;

● მონაცემები დაწყებითი კლასის მოსწავლეთა და მასწავლებელთა შესახებ მათთვის ბუკების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით;

● მონაცემები ექსტერნების შესახებ ექსტერნატის ფორმით გამოცდებზე მათი რეგისტრაციის მიზნით;

● მონაცემები მე-12 კლასელების შესახებ CAT-ის გამოცდების ჩატარების უზრუნველსაყოფად;

● მონაცემები სკოლების სამეურვეო საბჭოების შესახებ მათი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა წევრით ჩანაცვლების, ასევე სამეურვეო საბჭოს არჩევნების/რიგგარეშე არჩევნების შედეგების რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით;

● მონაცემები სპეციალური საჭიროების მქონე მე-12 კლასის მოსწავლეების შესახებ, საატესტატო გამოცდაზე მათთვის სპეციალური პირობების შექმნის მიზნით;

● მონაცემები სკოლების მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ ბაზაში დასარეგისტრირებელი ან დარეგისტრირებული მოსწავლეების შესახებ, შესაბამისად, მათი დარეგისტრირების ან რეგისტრაციიდან მოხნის უზრუნველსაყოფად;

● მონაცემები მოქალაქეების შესახებ, სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგად/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მათი სწავლის, შესაბამისი ზოგადი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების ან/და მათზე ატესტატის/დიპლომის/სერთიფიკატის გაცემის დადასტურების მიზნით;

● მონაცემები მოსწავლეების შესახებ, რომელთაც დაძლიეს საბაზო და საშუალო საფეხური, მათთვის შესაბამისი ატესტატის გადაცემის უზრუნველსაყოფად.

 

მონაცემები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის და გაცემის შესახებ:

2016 წლის განმავლობაში დაწესებულებაში შემოვიდა:

1. სულ სამი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, აქედან ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო ერთი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული, ვინაიდან შემოსული განცხადებით მოთხოვნილ იყო პერსონალური ინფორმაციის შემცველი მასალის გაცემა;

2. მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე არ შემოსულა;

3. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რსურსცენტრის უფროსის - ეკატერინე ხუციშვილის მიერ შემდეგ საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

4. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაწესებულების გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;

5. საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა;

6. დაწესებულებას არ გაუწევია ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის, არ გვაქვს მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.

 

ეკატერინე ხუციშვილი,

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

ტერიტორიული ორგანოს-ძველი თბილისის რაიონის

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი