ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულების მიერ ყოველი წლის 10 დეკემბრამდე წარსადგენი ანგარიში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ტერიტორიული ორგანო – ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით წარმოგიდგენთ 2016 წლის ანგარიშს.

2016 სამუშაო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ტერიტორიული ორგანო – ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხრიდან დაცული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ის მოთხოვნები, რომლებიც ეხება საჯარო ინფორმაციის მომზადების, დამუშავების, გავრცელების, შენახვის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს.

დაწესებულებაში შემოვიდა 8 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ყველა მათგანი დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების მიმღები − ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა მაჭარაშვილი.
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე არ შემოსულა,საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე უარი არ გაცემულა, შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის შესახებ დაწესებულების გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა,საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა,დაწესებულებას არ გაუწევია ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, ასევე, ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები.
ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებობს /დაცულია საჯარო მონაცემთა შემდეგი ბაზები:

დაწესებულების ხარჯთაღრიცხვის ნუსხა;

დაწესებულების მოსამსახურეთა ბაზა;
შემოსული/გასული წერილები;
ინფორმაცია რესურსცენტრისა და სამოქმედო ტერუტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის შესახებ;
საჯარო და კერძო სკოლების შესახებ არსებული საჯარო ინფორმაციათა ბაზები;
საჯარო სკოლების საშტატო განრიგები და მონაცემები საჯარო სკოლაში თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების შესახებ (ტარიფიკაცია)
საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების შესახებ ინფორმაციული ბაზა;
სკოლის დირექტორების არჩევა/დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციის ბაზა;
ინფორმაცია ექსტერნატის ფორმით გამოცდაზე დარეგისტრირებული პირების შესახებ;
მონაცემები საჯარო და კერძო სკოლების მიერ არჩეული სახელმძღვანელოების შესახებ;
ინფორმაცია საჯარო სკოლების მიერ იჯარით გაცემული ფართების შესახებ;
მონაცემები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე სკოლების შესახებ;
მასწავლებელთა სერთიფიკატების გაცემის რეესტრი;
ინფორმაცია საჯარო სკოლებში მოსწავლეთათვის სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ;
ინფორმაცია პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგების შესახებ;
ინფორმაცია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული სკოლების/მოსწავლეების შესახებ.
ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ შეგროვებული, დამუშავებული, შენახული და გადაგზავნილი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ

რესურსცენტრი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, აგროვებს, ამუშავებს და ინახავს პერსონალურ მონაცემებს რესურსცენტრის მოსამსახურეთა და რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების ადმინისტრაციის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა შესახებ.

2016 წლის განმავლობაში შეგროვებულ და დამუშავებულ იქნა შემდეგი მონაცემები:

მონაცემები საგნის გამოცდაზე გასვლის მსურველების შესახებ მათი რეგისტრაციის მიზნით;
სერთიფიცირებული პედაგოგების შესახებ მონაცემები მათთვის დანამატის გაცემის უზრუნველსაყოფად;
მონაცემები წარჩინებულ კურსდამთავრებულთა (ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა) შესახებ;
მონაცემები პრეზიდენტის პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულებისათვის პორტატული კომპიუტერის გადაცემის მიზნით ;
სერტიფიცირებულ მასწავლებელთა მონაცემები მათი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის უზრუნველსაყოფად;
2015-2016 სასწავლო წლის პირველკლასლების მონაცემები მათთვის ბუკების გადაცემის უზრუნველყოფის მიზნით;
მონაცემები ექსტერნების შესახებ ექსტერნატის ფორმით გამოცდებზე მათი რეგისტრაციის მიზნით;
მონაცემები მე-12 კლასელების შესახებ სკოლის გამოსაშვები გამოცდბის (CAT-ის) ჩატარების უზრუნველსაყოფად;
მონაცემები სპეციალური საჭიროების მქონე მე-12 კლასის მოსწავლეების შესახებ,სკოლის გამოსაშვები გამოცდებზე (CAT) მათთვის სპეციალური პირობების შექმნის მიზნით;
საჯარო სკოლების დირექტორების არჩევნების შესახებ მონაცემები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში არჩეული დირექტორების უფლებამოსილების რეგისტრაციის მიზნით.
საჯარო სკოლების არჩეული /დანიშნული დირექტორის მოადგილეების მონაცემები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში მათი უფლებამოსილების რეგისტრაციის მიზნით.
მონაცემები სკოლების სამეურვეო საბჭოების შესახებ მათი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის, სხვა წევრით ჩანაცვლების რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით;
მონაცემები სკოლების მოსწავლეთა მართვის ელექტრონულ ბაზაში დასარეგისტრირებელი ან დარეგისტრირებული მოსწავლეების შესახებ, შესაბამისად, მათი დარეგისტრირების ან რეგისტრაციიდან მოხსნის უზრუნველსაყოფად;
მონაცემები მოსწავლეების შესახებ, რომელთაც დაძლიეს საბაზო და საშუალო საფეხური, მათთვის შესაბამისი ატესტატის გადაცემის უზრუნველსაყოფად.
პერსონალური მონაცემების გაცემა ხდება მხოლოდ კანონით მკაცრად/პირდაპირ დადგენილი წესით, ფორმით, ფარგლებსა და შემთხვევებში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ტერიტორიული ორგანო – ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ დაცულია მის ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციების შენახვის, თავისუფალი გაცნობისა და ხელმისაწვდომობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები.

ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო

რესურსცენტრის უფროსი  ხათუნა მაჭარაშვილი