საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის (ცესკო/საოლქო საარჩევნო კომისიები, შემდგომში ,,საარჩევნო კომისიები“) 2016 წლის ანგარიში
1. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ სულ შემოსულია 2323 მოთხოვნა.
2. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე საარჩევნო კომისიებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების (საარჩევნო კომისიების რეგლამენტების შესაბამისად – კომისიების მდივნების) მიერ მიღებულია 2284 გადაწყვეტილება.
3. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საარჩევნო კომისიების მდივნების მიერ მიღებულია 39 გადაწყვეტილება.
4. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ შემოსულია 6 მოთხოვნა.
5. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ საარჩევნო კომისიების მდივნების მიერ მიღებულია 4 გადაწყვეტილება.
6. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საარჩევნო კომისიების მდივნების მიერ მიღებულია 2 გადაწყვეტილება.
7. საარჩევნო კომისიების მიერ საკუთარი სხდომების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
8. საარჩევნო კომისიების მიერ შეგროვებული, დამუშავებული და შენახული იქნა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 31-ე მუხლით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ მოწოდებული მონაცემები. საარჩევნო კომისიების მდივნების მიერ 208 საჯარო მონაცემთა ბაზა იქნა სხვისთვის გაცემული, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით პერსონალური მონაცემების გაცემის 1 შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რის თაობაზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები.
9. საარჩევნო ადმინისტრაციაში საჯარო მოხელეთა მიერ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, არც ერთ პასუხისმგებელ პირს არ დაკისრებია დისციპლინური პასუხისმგებლობა.
10. საარჩევნო კომისიების მდივნები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ეყრდნობოდნენ საქართველოს ორგანულ კანონს ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს კანონებს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”, ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, ხოლო სხდომის დახურვის ფაქტს არ ჰქონია ადგილი.
11. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული 39 გადაწყვეტილებიდან არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნა გასაჩივრებული.
12. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან საარჩევნო კომისიების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხა, საარჩევნო კომისიებს არ გაუწევიათ.
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია