სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5233
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტში 2016 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ:

სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტში 2016 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით შემოვიდა 84 განცხადება, მათგან დაკმაყოფილდა 53, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 1, და არ დაკმაყოფილდა 30

30 განცხადების არ დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საერთო სასამართლოების არქივის უფროსის ნონა კვაშილავას მიერ.

დამუშავდა და შენახულ იქნა 8 პერსონალური მონაცემი, ხოლო 266 პერსონალური მონაცემი დადგენილი წესით გადაეცა სხვა ორგანოს

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის და შესაბამისად პასუხისმგებელი პირისათვის სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტების გათვალისწინებით:

„საქართველოს კონსტიტუცია“

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“

საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“

დეპარტამენტის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ 1 გადაწყვეტილება გასაჩივრდა.