სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწალო უნივერსიტეტის 2016 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებათა შესრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწალო უნივერსიტეტის 2016 წლის ანგარიში
2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწალო უნივერსიტეტში სულ რეგისტრირებულია 7 იურიდიული პირის განცხადება, აქედან 6 მათგანს თანდართული ქონდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილი, ხოლო 1 მათგანი უშუალოდ უნივერსიტეტის სახელზე იქნა შემოსული, აქედან 1 ელექტრონულად.
სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწალო უნივერსიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსადმი წარდგენილი იქნა 6 საჯარო ინფორმაცია და სხვადასხვა იურიდიულ პირებს წარედგინათ 1 საჯარო ინფორმაცია.
2016 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწალო უნივერსიტეტის მიერ არცერთი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.
სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწალო უნივერსიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე და საჯარო ინფორმაციის (მატერიალური და ელექტრონული ფორმით) გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია უნივერისტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე.