2016 წლის განმავლობაში ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №663
2016 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
2016 წლის განმავლობაში ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, 2016 წლის განმავლობაში ფიზიკური პირისა (მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სტუდენტების) და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის (ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის) სახელმწიფო ქონების (სტაციონარული კომპიუტერები/პორტაბელური კომპიუტერები) უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი