2017 წლის განმავლობაში ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№803
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023704
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №803

2017 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

2017 წლის განმავლობაში ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეთ თანხმობა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, 2017 წლის განმავლობაში:

ა) ფიზიკური პირისა (მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სტუდენტების) და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის (ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის) სახელმწიფო ქონების (სტაციონარული კომპიუტერები/პორტაბელური კომპიუტერები) უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული კატეგორიის მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ქონების (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოები, დამხმარე ლიტერატურა და მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალი) უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.

2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონება − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოები და დამხმარე ლიტერატურა უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში გადასცენ ფიზიკურ პირებს.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                         გიორგი კვირიკაშვილი