იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის 2016 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის 2016 წლის ანგარიში
2016 წლის 10 დეკემბრის მონაცემებით სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიღებული იქნა 22 მომართვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესისამებრ სრულყოფილი პასუხი გაეცა ყველა მათგანს.
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციისა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე